მათი ნახვა შეგიძლიათ განყოფილებაში "სპეციალური შემოთავაზება", ან თემის მიხედვით – ფსიქოლოგიაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, ბიოგრაფიულში, და ა.შ.
წიგნების დიდი ნაწილი შეზღუდული რაოდენობითაა, ამიტომ თუ რომელიმეს შეძენა გნებავთ მაგრამ ამ მომენტში არ შეგიძლიათ, დაგვიკავშირდით მაღაზიაში და შეგინახავთ : )
კრებულში შესულია 2011 წელს ქართულ ლიტერატურულ პრესაში და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან შერჩეული 15 საუკეთესო მოთხრობა. ირმა ტაველიძე - ''აღმოსავლეთის გამოგონება''
ზაზა კოშკაძე - ''მე, ბებია, დიდი ბებია და უცხოპლანეტელები''
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - ''ცხრაკლიტული''
გურამ მეგრელიშვილი - ''ანტიგლობალისტები''
ნინო თარხნიშვილი - ''ლюკი, ფლюკი და юკი''
ბესო ხვედელიძე - ''ციკლადოლიადა''
ლაშა ბუღაძე - ''კორექტურა''
ჯაბა ზარქუა - ''შესაქმის შვიდი დღე''
შოთა იათაშვილი - ''ჩემი საჭადრაკო ნოველა''
ნინო ტეფნაძე - ''იუკი, დარჩი''
მარი ბექაური - ''ლევ''
უჩა ზაქაშვილი - ''VIR-100"
ეკატერინე ტოგონიძე - ''სხვა გზა''
თეონა დოლენჯაშვილი - ''Animal Planet"
ზურაბ ლეჟავა - ''სამანტას შეუსაბამო პოზა''
წიგნის ავტორი – რუსული იმპერიის დავემდებარებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე და ჯარისკაცი – უშუალო გამოცდილებით საუბრობს რუსეთზე, როგორც იმპერიალისტუ სახელმწიფოზე. სურათის სრულყოფისთვის ავტორი ამომწურავად და ღრმად შეისწავლის რუსული დაპყრობებისა და ბატონობის ისტორიას, ჩინგიზ ხანიდან და ივანე მრისხანიდან დაწყებული, ნაპოლეონისა და ჰიტლერის პერიოდითა და დღევანდელი რუსეთით დამთავრებული. მისი მტკიცებით, რუსეთი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის დამპყრობელია.
ემიგრანტები ივან ბუნინი, ვლადიმერ ნაბოკოვი, სერგეი დოვლატოვი
,,ღმერთებთან ხვდებიან არა ექსკურსიები გიდის თანხლებით, არამედ მარტოხელა მოგზაურები''. წიგნში სამი ასეთი მოგზაური, კლასიკოსი მწერლის – ივან ბუნინის, ვლადიმერ ნაბოკოვისა და სერგეი დოვლატოვის ნაწარმოებია თავმოყრილი.
რომანი ეძღვნება პოეტს, კომპოზიტორ, მომღერალს, მსოფლიო მოქალაქეს, თავისუფლებისთვის მებრძოლს და უბრალოდ კარგ ადამიანს – იური შევჩუკს და ჯგუფს DDT. ისინი ჩემთვის ბავშობიდან თავისუფლებასთან და სამშობლოს სიყვარულთან ასოცირდებიან.
თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი მწერლის, მარიამ ბექაურის მოთხრობების კრებული. შესულია: – ტრილოგია (1. დები 2. იაკობი 3. ლევ)
– ლიტვური ვოიაჟი
– ჩემი მეზობლები და მეგობრები
– ამ ბავშვს
– სახლი დედესთვის
–ელექტროთაბა
– ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია
– as the aquares of hopscotch
ერთი წლის განმავლობაში, ბებიასთან ერთად ცხოვრების დროს, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც. მოხუცი, ბრძენი და მდიდარი ბებია თავის ოთხ შვილიშვილ გოგონას, ერთი წლით, თავისთან საცხოვრებლად იწვევს. ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, მსჯელობა ცხოვრების სხვადასხვა თემაზე ზოგჯერ ჯადოსნური და ზოგჯერ შიშის მომგვრელიცაა. სახლი ბებიასავით დიდი , მშვენიერი და ძველია. ყველა გოგონას განსხვავებული ხასიათი და ტემპერამენტი აქვს. ისინი ბებიას გავლენით იცვლებიან და ვითარდებიან.